Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

29/09/2013

29 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმიდესმა ძველი რომაელების გამონათქვამი გაიხსენა: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად” და დასძინა, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს, რა მხრივ იცვლება იგი.

“თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ სიკეთისკენ – ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს, ადამიანებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბედნიერება შექმნას სხვის უბედურებაზე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, ფილოსოფოსი პლატონი ამბობს: “უბედური ის კი არ არის ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც აკეთებს ბოროტებას”… უნდა ვიფიქროთ, წინ მივდივართ, თუ – უკან. ბოროტება ბოროტებით ვერ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით… თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, სიკეთით უნდა გადაუხადო და ის სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება. ეს ღვთის კანონია,” – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს და საზოგადოებას სთხოვა, ნუ გამოიჩენენ სიხარბეს და დაკმაყოფილდნენ მცირედით, რადგან ღმერთი ყველაფერს მისცემს ადამიანებს.

პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: “ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვინც მიგაჩნიათ ღირსად და რომელსაც შეუძლია ამ ურთულეს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, მას მიეცით ხმა”.

“სოხუმის დაცემიდან 20 წელი შესრულდა და დღეს ჩვენ ყველანი დევნილები, ლტოლვილები ვართ. მათ შორის მეც, რადგან ვარ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და არ მაქვს უფლება, ჩავიდე აფხაზეთში. უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ღვთის მადლით, მალე ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. ეს საჭიროა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. უფრო მეტად კი, ეს საჭიროა აფხაზებისთვის, თუ მათ თავის გადარჩენა სურთ”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა ჟიული შარტავა და ორდენის ტარების უფლება მის მეუღლეს მიანიჭა. წმიდა ნინოს ოქროს ორდენი კი გადაეცა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. “აფხაზეთის უზენაესი საბჭო ბევრს აკეთებს, რომ გამთლიანდეს საქართველო და აფხაზეთი დაგვიბრუნდეს”, – ბრძანა უწმინდესმა.

უწმიდესმა ქადაგების დასასრულს, ტრადიციულად, რამდენიმე გვარიც დალოცა, მათ შორიც ხელაიების გვარი და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ღვაწლე ისაუბრა.

“კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ყველაზე მძიმე დროს მოღვაწეობდა. როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა და საქართველო დაიპყრო, მან გაგზავნა პროტესტი გენუის კონფერენციაზე. ამის გამო კათოლიკოს-პატრიარქი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მაშინ მან წარმოთქვა ისტორიული სიტყვები – ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული – სამშობლოს, სხეულს კი რაც გინდათ, ის უყავითო”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა დღეს ქართველი ჯარისკაცები და შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დალოცა. ასევე, დალოცა ხობის ფესტივალის ორგანიზატორები.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced