Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

23/09/2013

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ამიერიდან ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წარმოიშვა იდეა, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, რომელიც ყველას ეცოდინება და სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. უწმინდესის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მისი ნათლული კიდევ 735 ბავშვი გახდება.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა",- ბრძანა უწმინდესმა და უფალს ამ წყალობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, წირვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც მონაწილეობდა. ილია მეორემ მთავარეპისკოპოსებს იონათამსა და აღაპიტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-უკრაინის თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა.

უწმინდესმა ქართველი და უკრაინელი ერი დალოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა უძველესი კულტურის ქვეყანაა, რასაც საქართველო ძალიან აფასებს. "განსაკუთრებით ვაფასებთ მათ სიმტკიცეს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში", - ბრძანა უწმინდესმა და სტუმრებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები უსახსოვრა.

მამობრივი სითბოსა და მზრუნველობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა. მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში პირველად იმყოფება და მათ დიდი შათაბეჭდილებები მიიღეს. "საქართველოში ძალიან უყვართ ღვთისმშობელი. ღმერთმა მოგცეთ ღვთისმშობლის მფარველობა. უკრაინა ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება",- აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა და ილია მეორეს საჩუქრად სმოლენსკში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

საკვირაო ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced