სიახლეები
დღეს 31-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
22/09/2013
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 22 სექტემბერს 31-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 734 ჩვილი გახდება. პატარები ღვთისმშობლის მშობლების წმ. იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს მოინათლებიან. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20.00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 17 687 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილები არიან. 30-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარე წლის 14 ივლისს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















