Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

21/09/2013

21 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისათვის, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით,” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ადამიანის უფლება-მოვალეობის, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაკლია ესა თუ ის საჭმელი, ან ჩასაცმელი. აბა, შეხედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი ცხოვრება ჰქონდათ და როგორი მადლიანი ხალხი იყვნენ. როგორ უვლიდნენ ოჯახებს… დღეს ადამიანი გახდა მომხმარებელი, მომთხოვნი და უნდა იფიქროს იმაზე, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ან ოჯახისთვის. არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე. ყოველი ადამიანის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ძალიან დიდია. ამიტომ მინდა გირჩიოთ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, როცა დაინახავთ სხვა ადამიანების გაჭირვებას, დაეხმარეთ მათ,” – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგების დასასრულს კიდევ ერთხელ დალოცა მრევლი და ისურვა, რომ ადამიანებმა სხვების გაჭირვება დაინახონ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced