Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

თსუ-ს სტუდენტებს სწავლის დაწყება პატრიარქმა მიულოცა

16/09/2013

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად არჩეულმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცეს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას პატრიარქმა განაცხადა, სწავლის დაწყება ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის. პატრიარქმა სწავლის თარიღთან დაკავშირებით ბიბლიიდან ფრაზები მოიყვანა და აღნიშნა, რომ როდესაც სამეფო ტახტზე სოლომონ მეფე ავიდა, მან უფალს შესთხოვა, მისთვის მიეცა სიბრძნე და გული გონიერი.

"როდესაც სამეფო ტახტზე სოლომანი ავიდა, მან სთხოვა უფალს მიეცა სიბრძნე და გული გონიერი. ამას გისურვებთ თქვენც, რომ ღმერთმა გახსნას თქვენი გული და გონება, რომ თქვენი გული იყოს ტაძარი სიბრძნისა. ღმერთმა ქნას, რომ დიდი სულიერება და დიდი განათლება მოგანიჭოთ თქვენ, ვინაიდან, ქვეყანას სწორედ დიდი სულიერება და დიდი გონიერება სჭირდება, რომელიც საჭიროა, როგორც თქვენთვის, ასევე ქვეყნისთვისაც", - ბრძანა უწმინდესმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced