Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/09/2013

1-ელ სექტემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა მესტიაში მდებარე მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი აკურთხა.

ახლადნაკურთხ ტაძარში წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამსახურებით წმიდა ლიტურგია უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“დღევანდელი დღე არის სიმბოლო საქართველოს აღდგომისა. ამიტომ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის იყო და იქნება მომავალში, მაგრამ ისიც უნდა გვახსოდეს, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება. ბოროტება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით იკურნება. როცა სხვა ბოროტებას გაგიკეთებს, სიკეთით უნდა გადაუხადო და სიკეთე ათმაგად, ასმაგად დაგიბრუნდება,” -აღნიშნა უწმიდესმა და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ადამიანები დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced