Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

მარიამობა – სადღესასწაულო ქადაგება

29/08/2013

28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

უწმიდესმა მადლიერების გრძნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა სარწმუნოება შესუსტდა. ადამიანი ცოდვა-მადლს ვერ ხედავს, ცოდვა ცოდვად არ მიაჩნია და მადლი – მადლად, ეს კი საშიში მდგომარეობაა.

“ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს, სწამდეს სამება – ერთარსება და განუყოფელი, უნდა უყვარდეს ქვეყანა და პატივს სცემდეს ადამიანს, უფრთხილდებოდეს მის სიცოცხლეს,” – აღნიშნა ილია მეორემ.

უწმიდესის განმარტებით, ადამიანს მადლიერების გრძნობა აცხონებს, ის მადლიერი უნდა იყოს უფლისა და ადამიანების. პატრიარქმა ქადაგებისას წმიდა სახარებიდან 10 კეთროვნის განკურნების ფაქტიც გაიხსენა, რომლის დროსაც უფალთან სამადლობელის სათქმელად განკურნებულთაგან მხოლოდ ერთი სამარიტელი მივიდა.

ილია მეორემ გამოთქვა იმედი, რომ ადამიანების ლოცვით საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები მოგვარდება და ღვთისმშობლის ლოცვით საქართველო გაბრწყინდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced