Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

შეხვედრა საპატრიარქოში

20/08/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას გავლენიანი სასულიერო პირი აიათოლა შაჰრისტანი ესწრებოდა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველების და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აიათოლა შაჰრისტანი მეტად გავლენიანი სასულიერო პირია. მისი თქმით, შაჰრისტანის ვიზიტი კავკასიის სივრცეში სამშვიდობო ინიციატივებისა და უწმინდესის მიმართ კეთილი ურთიერთობების დემონსტრირებაა. ამასთან, არეშიძის განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი ასევე არის კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლა. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, რადგან შაჰრისტანი უზარმაზარი გავლენის მქონე ადამიანია და საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში სასარგებლო ნაბიჯი იქნა გადადგმული.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced