Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

04/08/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

"ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცოხეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის", - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას.

უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა და ღვთის ქმნილების გვირგვინი.

"ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი".

"თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად – ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღებდა თავის თავზე", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები დააჯილდოვა და ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced