სიახლეები
მეუფე თეოდორე - პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება
30/07/2013
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება“, - ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, დაისვა საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, საზღვრის თაობაზე, რომლის მოწყობა უკანონოდ მიმდინარეობს და დაისვა დევნილების საკითხი.
"პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
მისივე თქმით, ასევე იყო მიღებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ, სადაც მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქრისტიანები, რომლებიც იდევნებიან. როგორც მეუფე თეოდორემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და ასევე სურდა, ჩართული ყოფილიყო ამ ტექსტში აფხაზეთი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, რუსეთის პატრიარქისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, როგორც მან აღნიშნა, ეს ტაძრები ისევ მძიმე მდგომარეობაშია.
"რუსეთი თითქმის ცდილობს დაგვეხმაროს და ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. იყო შეხვედრა ჩვენი ეპისკოპოსის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ჩართულები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთში, ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კოდორის ხეობასა და გალის რაიონში", - დასძინა მეუფე თეოდორემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















