სიახლეები
შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
28/07/2013
27 ივლისს, კიევ-პეჩორის ლავრაში, შედგა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩასულ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან.
თავის მისასალმებელ სიტყვაში უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა ხაზი გაუსვა სულიერი ფასეულობების დაცვის აუცილებლობას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მართლმადიდებელობის მნიშვნელობას უკრაინის სულიერ ცხოვრებაში.
მან მადლობა გადაუხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს და სადღესასწაულო ღონისძიებებზე ჩასულ ყველა სტუმარს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს კიევში ერთობლივ ლოცვაში.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, მართლმადიდებლობის გაძლიერებაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საეკლესიო მოღვაწეობისათვის, მთავარ იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე, ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი. სასულიერო პირებს სახელმწიფო ჯილდოები პირადად უკრაინის პრეზიდენტნა გადასცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















