Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

23/07/2013

23 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად, რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით, მოსკოვში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიიღოს რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება მოსკოვში, კიევსა და მინსკში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველი, მიტროპოლიტი, დიმიტრი (შიოლაშვილი); საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული).

ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდება:

მოსკოვში – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს, კიევში – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს, მინსკში – სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს.

"ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენ შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან, ასევე შეხვერა გვექნება პრეზიდენტებთან, იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ აეროპორტი უკვე დატოვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელმძღვანელობით თბილისში 30 ივლისს დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced