Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ubisa

საპატრიარქოში კომისია შეიქმნება

21/07/2013

საპატრიარქო ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადება მედიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო.

როგორც ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, მათთვის ცნობილია, რომ შექმნილია დაძაბული ვითარება მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში. მისივე თქმით, ორივე დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი იყო ჩამობრძანებული პატრიარქთან და საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა.

"პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced