Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

21/07/2013

21 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი არის ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო.

“როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ვამბობთ წარსულში, აწმყოსა და მომავალში. წარსულში ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი საგმირო საქმეები გამოავლინა. საქართველო სულ ბრძოლაში იყო. ხშირი შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე იყო მრავალი შემთხვევა, როცა დამარცხებული ვიყავით, მაგრამ ქართველი ერი მაინც დიდ პატივს მიაგებს ჩვენს წინაპრებს, წარსულს. თუნდაც დიდგორის ომი ავიღოთ. დიდგორის ომი საოცარი მაგალითია ქართველებისთვის, ის ჩახერგილი გზა, რომლის გამო უკან არ შეიძლებოდა დახევა, ეს იყო დიდი მაგალითი თვითონ პიროვნების – დავით აღმაშენებლისა. ჯარი თუ დაიღუპებოდა, თვითონაც უნდა დაცემულიყო. ამიტომ ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს მეფეებს, ჩვენს პატრიარქებს და თაყვანს ვცემთ მათ გმირობას.

დედა როცა თავის შვილს ლოცავდა და ომში ისტუმრებდა, ლოცავდა მას, რომ თუ დაეცემოდა, გმირულად დაცემულიყო და სახლში არ უნდა დაბრუნებულიყო ბეჭებში დაჭრილი, არ უნდა გამოქცეულიყო ომიდან.

აწმყო ძალიან მოკლეა, ყოველი წუთი აწმყოსი გადადის წარსულში, ამიტომ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი, მატერიალური და კულტურული ფასეულობანი, ჩვენი წინაპრები, ღმერთი, რწმენა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აქ დღეს დგანან ჯარისკაცები და მინდა დავლოცო. ერთი ნაწილი შეიძლება წავიდეს უცხოეთში ავღანეთში და როგორც ადრე, ისე მშვიდობით დაბრუნდნენ ჩვენს სამშობლოში” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ოჯახებს, შვილებს.

“ოჯახები უნდა იყვნენ მრავალშვილიანი. ჩვენ უკვე 17 000-ზე მეტი ნათლული გვყავს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ, რომელთაც ემუქრებოდათ სიკვდილი და დღეს ისინი ჩვენი საამაყო შვილები არიან.

მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის სიმტკიცეს და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი სამების ტაძრის ეზოში. მე მინდა დავლოცო ბიძინა ივანიშვილი და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ერისთვის”, – აღნიშნა ილია მეორემ.

ტრადიციულად, უწმიდესმა დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.

დღესვე კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ახალი სკვერი და აუზი აკურთხა. როგორც ილია მეორემ სამებაში ქადაგებისას აღნიშნა, ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბავშვებისთვის კეთილმოეწყო.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced