სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
09/07/2013
ა.წ. 6-7 ივლისს ტაო-კლარჯეთში ყოფნისას და ქართული ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც. სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით ჩვენ არ მოგვცეს ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ გარედან მოვახერხეთ დათვალიერება.
როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მინდა ვთხოვო სამთავრობო შესაბამის სტრუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხანის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან, შესაძლო უხეში შეცდომებისაგან დავიცვათ ეს ძეგლი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
9 ივლისი, 2013
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















