სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
07/07/2013
7 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და სინანულის შესახებ ისაუბრა.
უწმიდესმა ბრძანა, ხშირია, როცა ადამიანები ვამბობთ , რომ მრავალი განსაცდელი და გაჭირვებაა. “მაგრამ როდის არ იყო გაჭირვება, ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის თავს, ვნებებს, ცოდვებს. უნდა გააჩნდეს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. თუ სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა არის ადამიანში, ის არ განიკითხავს სხვას, ის უფალს სთხოვს პატიებას”, – აღნიშნა უწმიდესმა და იოანე ნათლისმცემელს შესთხოვა, ერს სინანული მოანიჭოს.
პატრიარქის თქმით, სინანული ცვლის ადამიანს და იგი თითქოს ხელახლა იბადება. ადამიანი თავსა და ვნებებს უნდა ებრძოდეს.
“საოცარია ადამიანის თვისება – ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე – ჩვენს თავში. ეს ნიშნავს, რომ დახშულია ჩვენი გონება და გული. არ უნდა შეგვეშინდეს იმ გაჭირვებისა, რაც ხშირად არის გარშემო. ეს გაჭირვება ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის ლოცვით გაივლის, თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან, გვექნება სასოება და იმედი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს სინანული, რათა განვლოს ცოდვებმა, გავხდეთ ძე ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ პეტრე-პავლობის დღესასწაული ვინაიდან პარასკევს ემთხვევა, მორწმუნეთათვის თევზით ხსნილი იქნება.
შაბათს სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით უწმიდესი წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრუელბს.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















