სიახლეები
VIII საერთაშორისო ფესტივალი ‘აღდგომიდან ამაღლებამდე’
19/06/2013
VIII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის იუბილეს.
ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსა. ფესტივალის მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.
წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია შშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.
ფესტივალის პირველი კონცერტი ტრადიციულად თბილისში, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, 7 მაისს ჩატარდა.
თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდა ნიქოზში (14 მაისი), ახმეტაში (31 მაისი) და ოზურგეთში (11 ივნისი), ხოლო ფესტივალის დასკვნითი საღამო ტრადიციულად გაიმართა ბათუმში (13 ივნისი).
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















