სიახლეები
საკვირაო ქადაგება
09/06/2013
9 ივნისს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.
პატრიარქმა 6 ივნისს ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 7 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
“დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დასტირის ჩვენს ჯარისკაცებს. შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი სულები… ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ და რა უნდა ვაკეთოთ, რათა მომავალი ბედნიერი იყოს. წმიდა ილია მართალმა თქვა: მამული, ენა, სარწმუნოება, რასაც ჩვენ დავუმატეთ: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როდესაც ვხედავთ ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს, უნდა ვიფიქროთ, სათანადოდ ვუფრთხილდებით თუ არა ადამიანს. ადამიანი უნიკალური ქმნილებაა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში, ადამიანი კი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ხატება ღვთისა,” – აღნიშნა უწმიდესმა.
პატრიარქის თქმით, ჩვენ შევწირეთ ჯერ სამი, შემდეგ – შვიდი ჯარისკაცი და უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რატომ მოხდა ეს, რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
“ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიღუპნენ და დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ,”- ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, გარდაცვლილ სამხედროებს დღეს სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათზე მიასვენებენ, 19:00 საათზე კი პანაშვიდი დაიწყება, რომელსაც უწმიდესი გადაიხდის.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















