Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Soldiers

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

09/06/2013

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს 19:00 სათზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

შვიდი ქართველი გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.

6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced