Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Letter

ილია მეორის სამძიმრის წერილი

08/06/2013

დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო, ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება.

აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა.

პატივისცემით, ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced