სიახლეები
7 ივნისი – გლოვის დღე საქართველოში
07/06/2013
ავღანეთში 6 ივნისს კიდევ 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე და რიგითი გიორგი ღუჭაშვილი ვაჟას ძე.
თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას, მოინახულებს დაჭრილ ქართველ სამხედროებს და შეაფასებს ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 7 ივნისი გამოცხადდა გლოვის დღედ და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















