სიახლეები
საკვირაო ქადაგება
03/06/2013
2 ივნისს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა.
უწმინდესის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი უფალმა სულიერი და მატერიალური სიმდიდრით უხვად დააჯილდოვა.
ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ტელევიზიისა და პრესის მიხედვით ბევრი რამ იციან, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია.
“ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა “ბიბლიას” და შემდეგ სხვა წიგნებს”, – ბრძანა უწმიდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ასევე დალოცა რამდენიმე გვარი და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















