Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch-Putin

პატრიარქის წერილი ვლადიმერ პუტინს

02/06/2013

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო.

ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის.

ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced