Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

26/05/2013

26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“დღეს ბედნიერი დღეა მთელი საქართველოსათვის, ბედნიერია იმით, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრიობას.

მართალია, პროგრესისკენ ძნელად მივდივართ, მაგრამ ჩვენი წინსვლა გარდაუვალია. მთელ საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

დღეს საქართველო კიდევ იმით არის ბედნიერი, რომ მისმა ყოვლადუსამღვდელოესოებმა კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა და კორფუს დიმარხმა საქართველოში ჩამოაბრძანეს წმინდა ნაწილი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა. როგორც ნიშანი ჩვენი წინსვლისა, მისი დიდი დახმარებისა. ღვთის განგებითა და მისი ლოცვა–კურთხევით ჩემი ინტრონიზაცია სწორედ იმ დღესასწაულს შედგა, როდესაც ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს – 25 დეკემბერს. ეს იყო ნიშანი იმისი, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუინტელი იქნებოდა საქართველოსი და საქართველოს ეკლესიის მფარველი და წინამძღვარი,“– ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა კორფუს მიტროპოლიტი ნექტარიუსი და ქალაქ კორფუს მერი მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced