სიახლეები
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს
25/05/2013
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს. წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი კორფუსის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანა.
თბილისის აეროპორტში წმინდა ნაწილს და ბერძენ სასულიერო პირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარი დახვდა. სტუმრებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მიესალმა. მეუფემ აღნიშნა, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებით საქართველოში დღეს ბედნიერება და სიხარულია.
თავის მხრივ, კორფუსის მიტროპოლიტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე მეორედ იმყოფება საქართველოში. მეუფე ნექტარიუსმა აღნიშნა, რომ ლოცულობს საქართველოს ეკლესიის მომავლისათვის და კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 35 წლის განმავლობაში გააერთიანა ქართველი ერი და მის საფარქვეშ მოაქცია.
აეროპორტიდან წმინდა ნაწილი ამ დროისთვის საპატრიარქოში გადააბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტუმრებს მიიღებს, შემდეგ კი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადააბრძანებენ წმინდა ნაწილს, სადაც 28 მაისამდე დაბრძანდება, შემდეგ კი თერჯოლასა და ბოდბეში მიაბრძანებენ.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს 2 ივნისს დატოვებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















