სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს პრესრელიზი
24/05/2013
დღეს, 24 მაისს, სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად შეხვდა ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს.
ყველამ გამოთქვა წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო. ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას.
დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც:
ა) მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია;
ბ) ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას;
გ) ეთხოვოს სახელმწიფოს ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა;
დ) მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება;
ე) საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები შემდეგი რელიგიური დენომინაციებიდან: იუდეური თემი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, იეზიდთა თემი, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესია, ასევე - ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი პაატა გაჩეჩილაძე, კონფესიათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















