Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mikhail Botkoveli

საპატრიაროს განცხადება 17 მაისის მოვლენებზე

23/05/2013

საქართველოს საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება, თუმცა, მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გამართულ აქციას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა. 17 მაისი მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში სპეციალური განცხადება დღეს საღამოს გაკეთდა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელიც "პროვოკაციული ხასიათის იყო".

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც სამართლიან პროტესტს იწვევს, მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა "არაფერს არ გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ისტორიულ მეხსიერებასთნ და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია, ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ და მაპროვიცირებულ ფაქტორად იქცა".

მისივე თქმით, ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალდობას გამართლება არ აქვს და საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ქცევის ნორმებში არ ჯდება.

ამასთან, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სამწუხაროა, რომ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ და ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას ზიანი მიაყენეს.

როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და სათანადო რეაგირებას მოახდენს. თუმცა, მისივე თქმით, რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა 17 მაისის მოვლენების დროს და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შდეგი შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო.

იხილეთ განცხადება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced