Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poti Cathedral

ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა

13/05/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ფოთში ახლადგახსნილი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი აკურთხა.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალს უამრავი ადამიანი დაესწრო. უწმიდესმა მრევლს დიდებული დღესასწაული - კვირაცხოვლობა და ტაძრის აღდგენა მიულოცა.

“ეს ტაძარი აღდგომის სახელობისაა და საქართველოს განახლებისა და აღდგომის სიმბოლოა. დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რათა მოგვანიჭოს მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც მთელი ერის ცხოვრება, განსაცდელებით არის სავსე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განაგებს ამ ქვეყანას და ყოველი ადამიანის ბედს. უფალი იქ წყვეტს და აქ სრულდება”, – აღნიშნა უწმიდესმა.

უწმიდესმა დიდი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ქალაქის მეთაურის უშუალო ჩარევით და მოღვაწეობით აშენდა ფოთიც და საკათედრო ტაძარიც. “მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ დღეს ამ წმინდა წირვას ესწრება მისი პირდაპირი შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი”, – ბრძანა უწმიდესმა და პატივისცემის ნიშნად სალომე ზურაბიშვილი დააჯილდოვა.

პატრიარქმა საკათედრო ტაძრის კურთხევა და აღდგენა მიულოცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსაც და წმინდა ამბროსი ხელაიას ხატი გადასცა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პატრიარქი და პრეზიდენტი დააჯილდოვა. ხატები მეუფემ ილია მეორესა და მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდეგ გადასცა. როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობაა, როგორც ფოთისა და ხობის ეპარქიაში, ისე მთელ საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ფოთის საკათედრო ტაძარი არის ახალი აია სოფია და ის საქართველოს განახლების სიმბოლოა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced