Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Festival

VIII საერთაშორისო ფესტივალი ‘აღდგომიდან ამაღლებამდე’

12/05/2013

12 მაისს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართება VIII საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასკვნითი საღამო.

VIII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის  თავარეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა დაცხუმ-აფხაზეთის  მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II  დაბადებიდან  80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის იუბილეს.

ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსა. ფესტივალის მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.

ფესტივალის პირველი კონცერტი ტრადიციულად თბილისში, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, 7 მაისს ჩატარდა.

თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდება ნიქოზში (14 მაისი), ახმეტაში (31 მაისი), ოზურგეთში (11 ივნისი),  ხოლო დასკვნითი საღამო ტრადიციულად გაიმართება ბათუმში (13 ივნისი).

ფესტივალის თბილისის ნაწილის დასკვნით საღამოზე, 12 მაისს, შედგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოების “Te Deum“-ის  II ნაწილის პრემიერა.

VIII საერთაშორისო ფესტივალის ფოტო-გალერეა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced