Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Makhata

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი შესრულდება

07/05/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 მაისს მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის. ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს უკვე მესამე წელია განსაკუთრებულად აღინიშნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველ ოჯახში შებრძანდება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ილია მეორის მიერ შექმნილი ლოცვაა დატანილი: “მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა, ყოველთა ზეციურთა ძალთა და ყოველთა წმიდათა, უფალო, დაიცევ სახლი ესე და მკვიდრნი მას შინა ბოროტისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! ღმერთო ძლიერო, შენ აკურთხე ოჯახი ესე განამტკიცე და განამრავლე ისინი, მოანიჭე ჭეშმარიტი სარწმუნოება, მშვიდობა და სიხარული, სიყვარული და სულგრძელება, რათა წარემართოთ ყოველ კეთილ საქმეთა ზედა და იხარონ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!”.

ხატი ყოველი ოჯახის მცველად და მფარველად, სახლის კართან დაბრძანდება. პირველი ხატები მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს ხვალ საჩუქრად გადაეცემა.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced