სიახლეები
VIII საერთაშორისო ფესტივალი ‘აღდგომიდან ამაღლებამდე’
07/05/2013
VIII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის თავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II დაბადებიდან 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლის იუბილეს.
ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსა. ფესტივალის მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.
წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.
ფესტივალის პირველი კონცერტი ტრადიციულად თბილისში, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, 7 მაისს ჩატარდება.
კონცერტები გაიმართება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდება ნიქოზში (14 მაისი), ახმეტაში (31 მაისი), ოზურგეთში (11 ივნისი), ხოლო დასკვნითი საღამო ტრადიციულად გაიმართება ბათუმში (13 ივნისი).
ფესტივალის თბილისის ნაწილის დასკვნით საღამოზე, 12 მაისს, შედგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოების “Te Deum“-ის II ნაწილის პრემიერა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















