Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Dedaena

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

14/04/2013

14 აპრილს საქართველოშიდედაენის დღეაღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამმოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივიენისთვის სახელმწიფოენის სტატუსისჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ისსახელმწიფო ენადმხოლოდ რუსულიუნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილებასაქართველოს საბჭოთაკონსტიტუციის 78-ემუხლში უნდაშესულიყო, რომლისმიხედვითაც, ქართულიენა სახელმწიფოენის სტატუსსკარგავდა. ისსაქართველოს უმაღლესსაბჭოს 1978 წლის 14 აპრილსუნდა დაემტკიცებინა. თუმცაიმავე დღესთბილისში, რუსთაველისგამზირზე გამოსულირამდენიმე ათასიადამიანი ამგანზრახვის აღსრულებასწინ აღუდგა. მათ შორისუდიდეს ნაწილსსტუდენტი ახალგაზრდობაშეადგენდა.
დედაქალაქში მოეწყომასობრივი მსვლელობაივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესისაბჭოს (ახლანდელიპარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციისმონაწილეებს თანჰქონდათ სხვადასხვაშინაარსის ლოზუნგები, მათ შორისიყო "აი, ია".

ანალოგიური პროცესები ბათუმშიცგანვითარდა. იქაჭარის ავტონომიურირესპუბლიკის კონსტიტუციაუნდა დაემტკიცებინათ, საიდანაცასევე ამოღებულიიყო მუხლიქართული ენისშესახებ.

ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისას ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.

ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced