Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Foundation

ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა

11/04/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში, პროექტის - “ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა- ფარგლებში, 2013 წლის მარტში ჩატარდა სალექციო ციკლი “არქეოლოგია და ისტორია”. აღნიშნული მიმართულების ხელმძღვანელი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

სალექციო ციკლმა მოიცვა წინასწარ დაგეგმილი 4 ლექცია. კერძოდ: 7 მარტს საუბარი წარიმართა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვისა და ბრინჯაოს ხანების არქეოლოგიურ ძეგლებზე, რომლებიც ამ ეტაპებზე საზოგადოების განვითარების ყველა ფაზას ასახავს, ასევე – ძვ. წ. შუა ხანებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის გავრცელების შესახებ; 14 მარტს საუბრის თემა იყო “გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა“; 21 მარტს - “ანტიკური ხანა”, ხოლო 28 თებერვალს – “წინაქრისტიანული ხანა”.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced