სიახლეები
საპატრიარქოს მიმართვა ტაო-კლარჯეთის ტაძრებთან დაკავშირებით
11/04/2013
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრს,
ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს,
საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვისმინისტრს,
ბატონ გურამ ოდიშარიას
მოგესალმებით პატივისცემით დაგაცნობებთ, რომა.წ. 7-8 აპრილს მე, მცირედელეგაციასთან ერთადვიმოგზაურე თურქეთისრესპუბლიკაში, სადაცმოვინახულე ქართულიტაძრები დამონასტრები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმემდგომარეობაში დაგვხვდაიშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულიატაძრის გაწმენდითისამუშაოები, გამოტანილიადიდი რაოდენობითმიწა დაქვები, რომლებიცგარეთ უწესრიგოდარის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიანქართველი არქეოლოგებიდა ხელოვნებათმცოდნეები, რაცჩვენი სიტყვიერიშეთანხმებიდან გამომდინარესრულიად მიუღებელია. და ასევეგაუგებარი რამდააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოებისჩატარება საბოლოოშეთანხმების მიღებამდე.
გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთზომები, რათადროებით შეჩერდესსამუშაოები დაუზრუნველყოფილ იქნასქართველი სპეციალისტების მონაწილეობაშემდგომ საქმიანობაში.
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
თეოდორე (ჭუაძე)
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















