Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meupe Iakobi

სადღესასწაულო ქადაგება

08/04/2013

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფე იაკობმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობასა და ქალის დანიშნულებაზე იქადაგა.

“ქალის ძირითადი დანიშნულება დედობაა, ღვთისმშობლის მაგალითზე ვხედავთ, რომ უფალმა ქალი დიდი გონიერებით დააჯილდოვა. ქალი ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს და მზად არის დიდი გმირობისთვის. დღეს ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, ამიტომ განსაკუთრებულად ქალებს გილოცავთ. საქართველოს ისტორიაში ნებისმიერ ომში დიდი მსხვერპლი გვქონდა ხოლმე და მუდმივად ვხედავდით, რომ კაცების გასაკეთებელს ხშირად ქალები აკეთებდნენ და სამშობლოს ნამდვილ ვაჟკაცებს უზრდიდნენ. ჩვენ დიდი პატივი უნდა ვცეთ დედებს, ბებიებს, დებს, რადგან მათში ძალიან დიდი რამ არის, ისინი ჭკუით აღსავსე არიან და ეს ჭკუა უნდა მოახმარონ თავიანთ ოჯახსა და ქვეყანას… შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ…”, – ბრძანა მეუფე იაკობმა.

მეუფემ ასევე ჯვრის თაყვანისცემის დღის შესახებ ისაუბრა, რომელიც წელს ხარების დღესასწაულს დაემთხვა.

“ჯვრის თაყვანისცემა მხოლოდ ჯვარზე მთხვევა არ არის, ჩვენი ჯვარი გოლგოთამდე ყველამ უნდა ვზიდოთ და სიხარულით ველოდოთ აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გაერთიანება და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველა მოქალაქემ იცხოვროს იმისთვის, რათა ადიდოს უფალი, ქვეყანა და მსოფლიო ცივილიზაციაში შევიდეთ ჩვენი საუკეთესო თვისებებით” ,– აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მრევლს შეახსენა, რომ ახლოვდება 9 აპრილი – დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე, მაგრამ ამავდროულად სიხარულის მომტანიც იყო. მეუფემ ისურვა, რომ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა ტყუილად არ ჩაიაროს და საქართველო ძლიერ ქვეყანად გადაიქცეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced