სიახლეები
პატრიარქმა მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა
31/03/2013
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათაც სთხოვა, მისთვის ილოცონ.
"ექიმების რეკომენდაციით, ორი კვირით მივდივარ ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში და იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდები. იმედი მაქვს თქვენი ლოცვების, იმედით მივდივართ ჩვენ უცხოეთში", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე, საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა ჭყონდიდის ეპარქიიდან, დააჯილდოვა დამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით, ბერი დავით სუთიძე კი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ ასევე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც ორ კვირაში ავღანეთში მიემგზავრებიან. უწმინდესმა მათ გზა დაულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. გარდა ამისა, პატრიარქმა პატიმრებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით ახლად შექმნილი ფონდი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















