სიახლეები
ღირსი მღვდელმოწამე გაბრიელ-მცირე
30/03/2013
17 (30) მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მამა გაბრიელ-მცირეს, მღვდელმოწამეს, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწეს, ლეკთაგან წამებულს (+802) მოიხსენიებს.
ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.
მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის:
1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს;
2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;
3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი;
4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი;
5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.
მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















