Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ioane Khakhuleli

ღირსი იოანე ხახულელი

23/03/2013

23 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსმოწამე იოანე ხახულელს (ოქროპირად წოდებული) მოიხსენიებს.

ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) ბაგრატ III-ის თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას როგორც მჭერმეტყველ მქადაგებელს, `ოქროპირი~ უწოდეს. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი _ ხახულის ეპისკოპოსად.

დაახლოებით 1019 წელს იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა. ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: `ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელისძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისთვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა~. ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს (ხს. 13 მაისს) და გულითად მეგობრობას უწევდა მას. `გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან~ ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზევე აღსრულებულა.

მოწამე კოდრატე და მასთან ერთად წამებული დედანი და მამანი (+258). ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს ერთი კეთილმსახური კორინთელი ქალი, სახელად რუფე, მთებს შეეხიზნა. აქ მას შეეძინა ვაჟი, კოდრატე. მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ჩვილი კი, ღვთის განგებულებით, გადარჩა. ბავშვი სასწაულებრივად იზრდებოდა: მის თავზე ღრუბელი ეშვებოდა და ტკბილ ცვარს აწვდიდა. წმიდა კოდრატემ ბავშვობა და ყრმობა უდაბნოში გაატარა. როცა წამოიზარდა, ქრისტიანებს შეხვდა, რომლებმაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაანათლეს. წმიდა კოდრატე ჩინებული მკურნალი გახდა. მას ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება და დიდ დროს ატარებდა განმარტოებით, მთაში. გავიდა მრავალი წელი. წმიდანთან უდაბნოში ხშირად მიდიოდნენ მისი მეგობრები და მიმდევრები: კვიპრიანე, დიონისე, ანექტი, პავლე, კრისკენტი და სხვები.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced