Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სამებაში დღეს შენდობის წესი შესრულდება

17/03/2013

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე შენდობის წესი შესრულდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო შენდობის წესი 18:00 საათზე შესრულდება. პატრიარქის თქმით, წაკითხული იქნება შენდობის ლოცვები. ხოლო მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით წაიკითხება ანდრია კრიტელის კანონი.

პატრიარქის თქმით, კრიტელის კანონების კითხვის გამო მომავალი კვირის განმავლობაში არ შესრულდება პარაკლისები. ხოლო მეორე კვირიდან პარაკლისების შესრულება ისევ დაიწყება. "ღმერთმა მშვიდობის აღდგომა გაგვითენოს ჩვენ, მთელს საქართველოს და მთელს მსოფლიოს", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა ქართული კულტურის საერთაშორისო-საგანმანათლებლო შემეცნებითი ცენტრი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო", სკოლა-ლიცეუმი "ცოდნა", საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი "ერისიონი", ასევე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი.

დღესვე დაილოცა რამდენიმე გვარი, მათ შორის ბენდიანიშვილები, კორძაძეები, ღლონტები და ცოტნიაშვილები.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced