Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

11/03/2013

10 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ილია მეორე: “დღეს სამოციქულოს წინ ითქვა წარდგომა: “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”

ეს ორია ჩვენი სანუკვარი თხოვნა: “ძალა და მშვიდობა”. მაგრამ თუ ძალა ღვთისა არ იქნა, არ იქნება მშვიდობაც. თუ ღმერთი სწყალობს ადამიანს, მშვიდობაც იქნება, სიხარულიც, სიყვარულიც. ერთგული ადამიანებიც გეყოლებათ. თუმცა ყოველმა ჩვენგანმა ეს თავისი შრომით უნდა დაიმსახუროს.”

უწმინდესმა სახარების შესახებაც ისაუბრა: “უფალი მეორედ მოსვლის ჟამს დაჰყოფს ხალხს, როგორც ჰყოფს მწყემსი თხებსა და ცხვარს მარცხნივ და მარჯვნივ. მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: მოვედით თქვენთა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მე ვიყავი მშიერი და მომეცით თქვენ საჭმელი, ვიყავი მწყურვალი და მასვით, ვიყავი ავადმყოფი და მომხედეთ, ვიყავი საპყრობილეში და მოხვედით ჩემთანო. ხალხი იკითხავს: როდის გიხილეთ შენ ან მშიერი, ან მწყურვალი, ან ციხეში, ან საავადმყოფოშიო? მაცხოვარი კი მიუგებს: რაც გაუკეთეთ თუნდაც ერთ ადამიანს, ის გამიკეთეთ მეო. ასევე მიმართავს მარცხნივ მდგომთ, თუმცა სრულიად საწინააღმდეგოს: ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთო და ა.შ.

პატრიარქმა წირვის დასასრულს უფალს შესთხოვა, რომ „სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და მთელი მსოფლიო, ღვთის წყალობით, ღირსი გახდეს მარჯვენა მხარისა, სასუფევლისა.”

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced