სიახლეები
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება
09/03/2013
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10 მარტს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.
მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, 26-ე ნათლობა ორ ეტაპად ტარდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-ზე მეტმა პატარამ გაიარა. ნათლობის პირველი ეტაპი 3 მარტს გაიმართა.
ამ მომენტისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 14 312 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















