სიახლეები
ნელი ბერაიას ნამუშევრების გამოფენა – ‘ფერწერა მძივებით’
08/03/2013
2013 წლის 8 მარტს გაიმართება თვითნასწავლი მხატვრის ნელი ბერაიას ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა – "ფერწერა მძივებით", რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკო–პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ქალბატონი ნელი 82 წლისაა და მიუხედავად განვლილი მძიმე ცხოვრებისა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. იგი პროფესიით ჟურნალისტია და ხატვა სამოცდახუთი წლის ასაკში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა მისი 10 პერსონალური გამოფენა. მხატვრობის მისეულ სტილს – ფერწერას მძივებით, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















