Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Richard Norland

რიჩარდ ნორლანდი - პატრიარქს საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს

27/02/2013

“საქართველოს პატრიარქს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან აღელვებს”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო "რედისონში",  პატრიარქთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

ელჩის თქმით, პატრიარქმა ის და მისი მეუღლე გულთბილად მიიღო, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ზოგადად რეგიონულ სურათს, ასევე პატრიარქის უკანასკნელ ვიზიტს მოსკოვში და ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციას.

"პატრიარქს ძალიან აღელვებს საქართველოში არსებული მდგომარეობა. მასთან საუბარი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო, რადგან მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო. პატრიარქს ძალზე უყვარს საკუთარი ქვეყანა. შევეხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არის კოჰაბიტაციის წარმატებულად გაძღოლის გზაზე. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი წარმატებულად წარიმართება და ჩვენ გვქონდა სრული თანხვედრა ხედვაში იმაზე, რომ ლიდერები ორივე მხარეს მუშაობენ და ეძებენ გამოსავალს, რომ ამ საკითხში წინსვლა იყოს. ასევე ჩვენი პოზიციები ემთხვევა იმაზე, რომ მისაღწევია ბალანსი, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანობა და ამავე დროს იქნება პატიების გრძნობაც, რომ პროცესი შურისძიებაში არ გადაიზარდოს", -აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და მის მეუღლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საპატრიარქოში უმასპინძლა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced