Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mitropolit of Gardabani and Martkopi Jacob

საკვირაო ქადაგება

24/02/2013

24 თებერვალს წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მეუფის თქმით, სასულიერო პირებს ქვეყანაში არაჯანსაღი პროცესების შემჩნევის შემთხვევაში უფრო მკაცრი საუბარი მართებთ, თუმცა, ერმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მათ სიმკაცრის დროსაც სიყვარული ალაპარაკებთ.

“ჩვენი ქვეყნის ხსნა ჩვენსავე თავშია. აუცილებელია შეხმატკბილება. უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ვაღიაროთ წარსული შეცდომები და განვლილი ცხოვრება გამოვასწოროთ. ყოველთვის კარგს ვერ გააკეთებ. თუმცა, ვისაც სწორად ცხოვრება სურს, უნდა მიეცეს საშუალება, თავის ქვეყანაში იცხოვროს და იყოს საკუთარი ქვეყნის ღირსეული შვილი. უფალმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეყო ამდენი უბედურება და დაგვაყენა ისეთ გზაზე, რომ ხალხმა ცოტა შვება ნახოს. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. აუცილებელია, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ ქვეყნის შენებაში. გარეთ ერთმანეთზე ცუდის ლაპარაკი და დაბეზღება სწორი არ არის. მაბეზღარები ჩვენვე არ გვიყვარს და უცხოეთში ვის ვეყვარებით. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფემ ბრძანა, ახლოვდება დიდი მარხვა და ერი უნდა მოემზადოს, რათა უფალმა ადამიანები შეარიგოს ისე, რომ არავის ღირსება შეილახოს.

“რადგან უფალმა გადაწყვიტა, საქართველოში მშვიდობა იყოს, ასეც იქნება. ერთად ცხოვრება კი არ უნდა გვაიძულონ, უნდა გვიხაროდეს. სხვებს ცუდი თვალით ნუ შევხედავთ. გარდამავალი პერიოდი გვაქვს, რომელსაც ახლავს თავისი განსაცდელი, თუმცა ეს განსაცდელი უფალმა იმიტომ მოგვივლინა, რომ იქიდან გაძლიერებული გამოვიდეთ. გაგვიხარდება, თუ მთელი ერი გაიმარჯვებს. ქვეყნის არევა, სიტუაციის არევა არ შეიძლება. სამშობლო კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ. ქვეყნის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია”, – აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობმა დალოცა ჯარი, რომელიც დღევანდელ წირვას ესწრებოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჯარი სათანადოდ დაფასდება და საკადრისი პატივით ისარგებლებს.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced