Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

16/02/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაული წირვის შემდგომ მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომლის დროსაც ერთმანეთს ხვდებიან ძველი და ახალი აღთქმა. უწმიდესმა ბრძანა, რომ ამ დღეს ძველი აღთქმა თავის მისიას ასრულებს და ახალი იწყება.

“ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმიდით მივიდა ტაძარში და იქ იესო დახვდა. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა. შრომის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ სულიერ ცხოვრებაშიც საჭიროა შრომა”, – ბრძანა უწმიდესმა და ისურვა, ღვთის წყალობა და სულიწმიდის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია.

“ეს არის ჩვენი გამოცდა. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და დალოცა ავღანელთა კავშირი და მისი თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური. პატრიარქმა გაიხსენა, რომ წლების წინ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ძალიან რთული პროცესი იყო.

“როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი ვიყავი და რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილი იყო ცენტრალური კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საერთო კრებაზე დადგა საკითხი, ვინ უჭერდა ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის ჯარის გამოყვანას, ამას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტი და მაშინ მიტროპოლიტ კირილეს ამის გამო ბევრი განსაცდელი შეხვდა”, – ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced