სიახლეები
მამა გაბრიელის ანდერძი
12/02/2013
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2012 წლის 20 დეკემბერს სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელ ურგებაძე წმიდანად შერაცხა.
მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.
მამა გაბრიელის ანდერძი:
“უწმინდესისა და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს, ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობას, პატიებას.
ღმერთი არს სიყვარული!
რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება.
უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ.
იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმან. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა.
მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა, არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოვება და მარადისობაში დამკვიდრება. რა მეცა ამით გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა.
არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს, მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური.
ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი.
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.”
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















