Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

11/02/2013

10 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა.

უწმიდესის თქმით, ამის მიუხედავად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა – სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.

“…არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი”, – ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანი სხვებში ეძებს მტერს, როდესაც სინამდვილეში მტერი საკუთარ თავშია.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ვიყოთ იმედით, ვაკეთოთ სიკეთე და ეს სიკეთე და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგვიბრუნდება. “არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!”-ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და გვარები დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced