სიახლეები
საპატრიარქოს განცხადება
09/02/2013
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან როგორც ჩვენი საერთო ინტერესების მქონე, ისე პრობლემურ საკითებზე ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის რეჟიმში მუშაობის პრინციპს. ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო 2010 წელს გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ თემებს განიხილავდა.
მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა გაზიარებულ იქნა რელიგიური გაერთიანებების მიერ. ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “21-ე საუკუნე” უწევს, უკვე ორ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და საქართველოში მოღვაწე ძირითად რელიგიურ სპექტრს აერთიანებს. სხდომებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
ეს წარმოადგენს სრულფასოვანი ინტერრელიგიური დიალოგის პირველ პრეცედენტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას.
08.02.2013
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















