სიახლეები
ილია მეორე - ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ თანამდებობაზე ფიქრობს
04/02/2013
“ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ სკამსა და თანამდებობაზე ფიქრობს”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, უფალი ყველაფერს ხედავს და ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ. "უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ისეთი საქმე, რომელიც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ერისთვის. ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და თანამდებობაზე და საკუთარ კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს და ანაცვალებს მას ერის კეთილდღეობას. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დაკვირვებული. არსებობს ფართო და ვიწრო გზა, ვისაც უნდა იაროს ფართო გზით, ის ვერ მივა სასუფეველში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა უფალს შესთხოვა, მიანიჭოს ერს "განცდა ცოდვათა თვისთა და გული გონიერი", რათა შეძლოს გარჩევა, სად არის კეთილი და სად ბოროტი.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბედნიერია, თუმცა ამ ბედნიერებას ვერ ხედავს. "ხშირად ადამიანს გააჩნია მძიმე ჯვარი და ღვთის წყალობით ადვილად ატარებს თავის ჯვარს. მეცნიერები ამბობენ, რომ სამი რამ აფუჭებს და რყვნის ადამიანს: დიდება, ანუ დიდი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თამარ მეფეს სამივე ჰქონდა და ის გახდა წმინდანი. ეს წუთისოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი ფულით, თანამდებობით და სხვა საშუალებებით, მაგრამ ადამიანი უნდა ხედავდეს, სად არის კეთილი და სად ბოროტი, სად არის საფრთხე", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც მორწმუნეა, მოსიყვარულეა, ცხოვრობს მომავლისა და ღვთის იმედით და ადამიანებს ენდობა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















