სიახლეები
ოფიციალური ვიზიტი
25/01/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დელეგაციის წევრებთან ერთად წმინდა სერგის ლავრაში მიბრძანდა და უფლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოსა და რუსეთის წმინდა სინოდის წევრები, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მრევლი დაესწრო.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ევგენიმ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს საჩუქრად წმინდა სერგის ხატი გადასცა. საქარათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კი მღვდელმთავარს მოციქულთასწორი ქალწულის წმინდა ნინოს ხატი და ხუთენოვანი ვეფხისტყაოსანი უსახსოვრა. პარაკლისის შემდეგ საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებთან და მრევლთან ერთად წმინდა სერგის ლავრაში არსებული სიწმინდეები მოილოცა. სიწმინდეების მოლოცვის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალული სრულიად რუსეთის პატრიარქის, ალექსის საფლავთან სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
წმინდა სერგის ლავრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიბრძანდა. უმაღლესი სასწავლო დასწესბულების ტერიტორიაზე დაკრძალული პედაგოგების საფლავები ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი, აკადემიაში შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი 23 იანვარს, რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ზურაბ წერეთელის სახელოსნოსაც სტუმრობდა. კათოლიკოს-პატრიარქი გალერეაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხედრის შემდეგ მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას, ცნობილი ქართველი და რუსი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ. ‘’უნდა მოხდეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც იქნა დაშვებული. ის რაც მოხდა, არც საქართველოს ბრალია და არც რუსეთის’’, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და შეკრებილ საზოგადოებასთან ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართევლოს ეკლესიის მწყემსმთავარი დელეგაციის წევრებთან ერთად მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში გამართულ კონცერტს დაესწრო. საღამო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო გუნდმა, ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით გახსნა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















